საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური წერილით მიმართა და ევროპის მასშტაბით ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება მოითხოვა, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობას აუკრძალავს.

აღნიშნული ზომის მიზანია ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა არასრულწლოვნის დაცვა ციფრული სივრცის მავნე ზემოქმედებისა და დამოკიდებულებებისგან. ფრანგი ლიდერის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება და ერთიანი ევროპული სტანდარტის შემოღება.

ინფორმაციისთვის, ეს ინიციატივა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ქვეყნის შიგნით მსგავსი შიდა კანონპროექტი, გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით, გარკვეული შეზღუდვების გამო დაიწუნა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი მაკრონი დაჟინებით მოითხოვს, რომ მსგავსი ტიპის დამცავი მექანიზმები და ასაკობრივი გადამოწმების მკაცრი სტანდარტები მთელი ევროკავშირის მასშტაბით დაინერგოს.