ალეკო ელისაშვილი გადაცემა "360 გრადუსში" გამოეხმაურა თბილისის მერის კახა კალაძის მოწოდებას ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიმართ მთაწმინდიდან გამოქანებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იმ დროს როდესაც ქვეყანაში არის გლოვა, ამგვარი შაირები სირცვილია ქალაქის მერის მხრიდან.
"არ ვიცით სად რა გაჟონავს და რა დაგვემართება და ანგარიშვალდებულება, რომ არის 0 და პასუხისმგებლობა რომ არის 0 ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ელისაშვილმა. - სწორედ ამ პრობლემაში დადანაშაულებით მიიღეთ ის შაირი, რომელიც მათ შორის თქვენც გეხებოდათ მთაწმინდიდან გამოქანებასთან დაკავშირებით. "აუ, შაირები ისეთი ვიცი, კალაძეს არც დაესიზმრება, უბრალოდ არც ჩემს თავს ვაკადრებ ამ შაირებს და არც ამ ქალაქს ვაკადრებ. თორე კალაძეც და მისი აი ეს კორუფციული შაიკაც გაცილებით უარეს შაირებს იმსახურებენ. ძალიან ისეთი თბილისური შაირები ვიცი არ დაესიზმრება ნამდვილად, არც მას და არც მის გარემოცვას. ჯერ ერთი ასე არ უნდა მეტყველებდე და მერე მეორე, როცა გლოვაა გამოცხადებული და როცა ხალხია დაღუპული და როცა შენი პასუხისმგებლობაა ორმაგი, იმიტომ რომ ყაზტრანსგაზი შენ მიიყვანე ასეთ მდგომარეობაში შენი ძმაკაცების მეშვეობით და თან ქალაქის მერი ხარ და ისრები სადღაც გადაგაქვს და ლაზღანდარობ რაღაცას, აი ეგ არის ყველაზე მეტი სირცვილი", - განაცხადა ელისაშვილმა.