ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“ (რეჟ. ელენე ნავერიანი) შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა.
ბელფასტის 23-ე კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ეთეროს როლის შემსრულებელი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი და სწორედ მას გადაეცა პრიზი ამ როლის „საუკეთესო შესრულებისთვის“.
ეკა ჩავლეიშვილისთის ეს მეორე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ ის საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რამდენიმე დღის წინ კი ამავე როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023", რომლის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.