პრეზიდენტმა დღეს გადაწყვიტა ნაკრების დაჯილდოება და იმედი მაქვს, რომ მას ხელი არ შეეშლება ამაში, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დღეს გადაწყვიტა დაჯილდოება ნაკრების და იმედი მაქვს, რომ მას ხელი არ შეეშლება ამაში ხელოვნური მიზეზებით და ეს ძალიან კარგი ფაქტია. გეგმავდა, რომ ყოფილიყო სექტემბერში და ძალიან ლოგიკურია და სიმბოლურია, რომ დღეს მოხდება ეს. ოღონდ არ ვიცი, როგორ მიეცემა ამის საშუალება, ვიცი, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ეს დაჯილდოება დღეს შედგეს. ვისურვებ, რომ დიდი სიხარული არაფრით არ გაფერმკრთალდეს.
ჩეხეთთან თამაშს საქართველოში ერთად ვუყურეთ და საოცრად ემოციური იყო თამაშის დროს, მე უფრო ვიკავებდი თავს, მერიდებოდა ემოციების გამოხატვის. ყველა თამაშზე იყო ჩეხეთთან თამაშის გარდა.
ასე, რომ მე მინდა დღეს, რუსთაველზე, სადაც მინდა, მეც რომ ვუყურო ამ ზეიმს, ეს იყოს სახალხო ზეიმი, ყოველგვარი დაყოფის, განსხვავების მიუხედავად, ამიტომ, ყველაფერზე მაღლა დგას სიხარული. არცერთი სიმღერა ისე არ უხდებოდა ჩვენს ნაკრებს, როგორც „სამშობლო ჩემო", როდესაც მღეროდნენ, ეს იყო უნიკალური მომენტი.
მგონია, რომ ვიხილავთ დაჯილდოების ცერემონიალს და არ მგონია, რომ ვინმემ თავს მისცეს იმის უფლება, რომ ხელი შეუშალოს პრეზიდენტს, გადასცეს ჯილდო ნაკრებს“, - ამბობს ბესელია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2024 წლის 13 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.
53 კაციანი სიიდან, პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს.
პრეზიდენტის 2 განკარგულება - ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი დაჯილდოვდა