არასდროს მომხდარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს გაესაჩივრებინოს რომელიმე კანონი და ეს იქნება პირველი კანონი, რუსული კანონი, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

„შემიძლია თქვენთან ვთქვა პირველად ეს ახალი ინფორმაცია, არასდროს არ მომხდარა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ პრეზიდენტს გაესაჩივრებინოს რომელიმე კანონი და ეს იქნება პირველი კანონი, რუსული კანონი, სადაც ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ და ეს იდეა იყო სწორედ ძალიან საინტერესო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ასევე ავტორი იმისა, რომ ეს კანონი როდესაც გასაჩივრდება და იცით, მზადდება ეს საჩივარი არაერთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სახელით, პრეზიდენტს აქვს თავისი განსაკუთრებული უფლებამოსილება და ეს ალბათ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პრეზიდენტი გაასაჩივრებს კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ეს ალბათ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პრეზიდენტი გაასაჩივრებს კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და არ სჭირდება ამ მნიშვნელობის ხაზგასმა ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს იქნება კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი პროცესი. როგორ მოხდება ტექნიკურად და ა.შ, საერთო საჩივარი იქნება თუ ცალკე, ამაზე გავივლით კონსულტაციებს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება, როდესაც თავად პრეზიდენტიც იქნება [ჩართული]", - თქვა ეკა ბესელიამ.