Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 44% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
შედარებისთვის, 2023 წლის ნოემბერში, ასევე Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 40% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 60% კი - არასწორი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.