Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

შეკითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია, პასუხები ასე ნაწილდება:

კი - 61%
არა - 39%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.