თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია 85 ჯიშის 1000-მდე ძაღლი, რომლებსაც შეაფასებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ხვალ დასრულდება.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ძაღლების საერთაშორისო გამფენა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს.