სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეხუთე ტურის შეხვედრები დასრულდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეხუთე ტურში ინდონეზიის ნაკრებს 3,5:1,5 სძლია (ნანა ძაგნიძე - წაგება, ნინო ბაციაშვილი - ყაიმი, ბელა ხოტენაშვილი - მოგება, მერი არაბიძე მოგება.

საქართველოს კაცთა ნაკრები 1,5:2,5 დამარცხდა (მიხეილ მჭედლიშვილი - ყაიმი, ნიკოლოზ კაჭარავა - ყაიმი, ბაადურ ჯობავა - ყაიმი, ლუკა პაიჭაძემ- წაგება) ინგლისის ნაკრებთან. 

ხუთი ტურის შემდეგ ქალები ოცდამესამე, კაცები კი ოცდამეთორმეტე ადგილზე არიან.

მეექვსე ტურში ქალები უზბეკეთის ნაკრებს ხვდებიან, კაცები კი მოლდოვის ნაკრებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ