დღეიდან, მართლმადიდებლურ სამყაროში დიდმარხვის პირველი კვირა იწყება.

მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირული იმართება.

 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში, მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ.

დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყება და 49 დღის შემდეგ, 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.