რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დედის დღესთან დაკავშირებით, ქალებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებით სარგებლობა შეუძლიათ. კლინიკა მათ კარდიოლოგის, მამოლოგის, გინეკოლოგის, ნეიროქირურგის, ქირურგის, თორაკოქირურგის, ანგიოქირურგის კონსულტაციებსა და ულტრაბგერით გამოკვლევებს უფასოდ სთავაზობს. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო მრავალპროფილური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას აწვდის. კლინიკის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისი სერვისებით ხშირად სარგებლობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც.
კლინიკას მიღებული აქვს სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი.