"სიყვარული ესე მარტივი არ არის, სიყვარულს ძალიან დიდი შრომა ჭირდება. თუ დაისახავ მიზნად, რომელიმე ადამიანის შეყვარებას და გინდა ეს წრფელი და მართალი იყოს, ღმერთი აუცილებლად გამოგცდის შენს სიყვარულში."- ნათქვამია ვაკის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის დეკანოზის შალვა კეკელიას ქადაგებაში.
"შესაძლოა ამ ადამიანისგან წამოვიდეს ძალიან უარყოფითი მოპყრობა, დაპირისპირება და თუ შენ შენი თავიც გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. ესეთ ადამიანს შემდეგ მოიძულებ, აღარ გინდა ესეთი ადამიანი, რომელიც ასე გექცევა, ამდენ სიყვარულს გასცემ და იმას არ უნდა ამის დანახვა, ბუნებრივია შენ იმ ადამიანს მოიძულებ, შენ ხომ შენი თავი ძალიან გიყვარს, შენ ხომ შენი თავი არ უარგიყვია ამას როგორ შეძლებ. ამიტომ როდესაც პავლე მოციქული სიყვარულის თვისებებს ჩამოთვლის, პირველ თვისებად ასახელებს ესეთ რამეს: სიყვარული არ ეძებს თავისას ( Iკორნით. 13:5)
ეს ნამდვილი სიყვარულის თვისებაა, მიყვარხარ შენთვის ანუ ჩემთვის კი არ მიყვარხარ და ჩემთვის კი არ მჭირდები შენ, მე მინდა, რომ შეთვის ვიყო, ჩემი სიყვარული იყოს შენთვის. მე მინდა ჩემი სიყვარული მოგიძღვნა თავიდან ბოლომდე. მინდა რომ შენ იყო ბედნიერი ჩემით და მე უკან არაფერს არ ველოდები ამ სიყვარულის სანაცვლოდ.
მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია. მე მინდა უბრალოდ მიყვარდე და მორჩა, ჩემი თავი შენთვის ბოლომდე დავხარჯო და შენგან იმავეს თუ არ მივიღებ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, კარგი იქნება, მაგრამ თუ არ მივიღებ მე ამას ისედაც გულით ვაკეთებდი."- ამბობს შალვა კეკელია.









