დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
"შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, დაიწვა სამწუხაროდ ნაძვის ხე, რა გახდა მიზეზი ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს გამოძიება. ეს ნაძვის ხე 2012 წელს შეიძინა მუნიციპალიტეტმა და 8 წლის განმავლობაში ასრულებდა თავის "მოვალეობას" უპრობლემოდ."- განუცხადა "აიპრესს" ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. https://www.facebook.com/dedoplistskarosraioni/videos/2603058363141885/