რა არის ამაში გაუგებარი და კუდების გამოსაბმელი!!? ჩვენს კლინიკაში რიგითი ჭინჭყლი ნარკომანი პაციენტი რომ შემოდის, რომელიც ძნელად ემორჩილება კლინიკის შინაგანაწესს- ის არ მოგვწონს და ვცდილობთ რაც შეიძლება ჩქარა გავწეროთ! რატომ უნდა გინდოდეს ასეთი შარიანი პაციენტის შენთან ამდენ ხანს წოლა? - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.
"სახელმწიფო სპეციალურად უწყობს პატიმარს, ათას უბედურებას, რომ მოკლანო!".. მით უფრო, თუ ასეთი სახის ინტრიგებია, სულ არ მინდა რომ ეს ყველაფერი ჩემს კლინიკაში მოხდეს! რა არის ამაში გაუგებარი სურვილი და რად მინდა აქ ვინმეს ბრძანება, რომ არ მინდოდეს ასეთი პაციენტი? კი ბატონო, გარკვეული ვალდებულებები ყველას გვაქვს, მაგრამ გვაქვს ასევე უფლებებიც და სურვილებიც!
Nino Nadiradze კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს- მარტელები ყველაფერს ვუძლებთ!⚘ - წერს დავით გადელია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კლინიკა "ვივა მედმა" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა