გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას, - ამის შესახებ თავად დავით დევიძე წერს.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას.

აღნიშნული წარმოადგენს ტყუილზე დაფუძნებულ პროვოკაციულ მოქმედებას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს ჩემი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.

ვაგრძელებ მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს", - წერს დავით დევიძე.