პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს.
პარალელურად ისმის გაფრთხილების ხმაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად.
ამავდროულად, პოლიციის მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგანსა და პიროტექნიკას.