პარტია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად სამძიმრის წერილს ავრცელებს კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. 

ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.

გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.  

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები"- ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც "ქართული ოცნების" გვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი რეჟისორი, 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა