ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
ავტოვარიის შედეგად,ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.