ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პორტალი trend აქვეყნებს.

trend-ის ცნობით, „აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის თანამშრომელი, მემანქანის თანაშემწე რუსლან სადიგოვი საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის თრიალეთი-წალკის მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დროს, სამანევრო თბომავლის რელსებიდან გადასვლის შედეგად გარდაიცვალა. 

პორტალის მიერ გამოქვეყნებული სს „აზერბაიჯანის რკინიგზის" განცხადების თანახმად, „პირველი დახმარების მიუხედავად, თანამშრომლის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამანევრო თბომავლის ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მეტი არავინ დაშავებულა".

ავარის გამომწვევი მიზეზები ჯერ არაა დადგენილი