პარლამენტი ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმების გაზრდაზე იწყებს მუშაობას.
ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტია.
კანონპროექტით, ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისას ჯარიმა გაოთხმაგდება და 5 ლარის ნაცვლად, 20 ლარი იქნება.
"კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დახვეწა. კანონპროექტის თანახმად მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა", - აღნიშნუია განმარტებით ბარათში.