ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ქებურიას ქუჩაზე, კერძოდ, ჩხიკვაძის ქუჩის კვეთიდან წრომის ქუჩის კვეთამდე, 2 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო 1 108 გრძ.მეტრი ბორდიურები.
ქუჩაზე რამდენიმე ათეული წელია, მსგავსი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. ამჟამად კომპანია ,,ჯივიპისთან“ თანამშრომლობის შედეგად, მიწისქვეშა კომუნიკაციები და ცენტრალური წყლის ქსელი თავის დაერთებებით სრულად შეიცვალა.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 300 000 ლარია გათვალისწინებული.