საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II  პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

✔️ თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887)

თბილისიდან გასვლა: 21:00

ბათუმში ჩასვლა: 02:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:45

თბილისში ჩამოსვლა: 13:44

✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871)

თბილისიდან გასვლა: 09:10

ფოთში ჩასვლა: 14:45

ფოთიდან გამოსვლა: 17:20

თბილისში ჩამოსვლა: 22:54

✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877)

თბილისიდან გასვლა: 18:30

ზუგდიდში ჩასვლა: 00:40

ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35

თბილისში ჩამოსვლა: 14:44

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)

თბილისიდან გასვლა: 08:00

ბათუმში ჩასვლა: 13:12

ბათუმიდან გამოსვლა: 16:50

თბილისში ჩამოსვლა: 21:49

✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803)

თბილისიდან გასვლა: 17:10

ბათუმში ჩასვლა: 22:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:00

თბილისში ჩამოსვლა: 12:59

✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)

თბილისიდან გასვლა: 17:30

ფოთში ჩასვლა: 23:00

ფოთიდან გამოსვლა: 07:10

თბილისში ჩამოსვლა: 12:39

✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)

თბილისიდან გასვლა: 08:15

ზუგდიდში ჩასვლა: 14:25

ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10

თბილისში ჩამოსვლა: 23:19

✔️ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)

თბილისიდან გასვლა: 08:25

ოზურგეთში ჩასვლა: 15:37

ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35

თბილისში ჩამოსვლა: 14:44

✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617)

თბილისიდან გასვლა: 06:35

ბორჯომში ჩასვლა: 10:48

ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30

თბილისში ჩამოსვლა: 20:50

✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685)

თბილისიდან გასვლა: 18:45

ბორჯომში ჩასვლა: 22:58

ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50

თბილისში ჩამოსვლა: 10:10

✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414)

თბილისიდან გასვლა: 07:10

გარდაბანში ჩასვლა: 08:16

გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30

თბილისში ჩამოსვლა: 09:39

✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416)

თბილისიდან გასვლა: 19:00

გარდაბანში ჩასვლა: 20:06

გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20

თბილისში ჩამოსვლა: 21:29

ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331ან 2199010

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.