ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სივრცეში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა ,,უსაზღვრო ხელოვნება“ გაიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო №11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანთა 30-მდე ნამუშევარი, რომლებიც მსჯავრდებულებმა ხატვის პედაგოგთან ერთად შემოქმედებითი პროცესის ფარგლებში შექმნეს.
გამოფენას პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძე, უწყების წარმომადგენლები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიება ეროვნული არქივის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი გამოფენები, ისევე როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები, ხელს უწყობს მსჯავრდებულთა წარმატებულ ინტეგრაციას საზოგადოებაში.