"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
შეკრებილები რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ, რომელიც ამ დროისათვის პარლამენტის სასესიო დარბაზში, პირველი მოსმენით მიმდინარეობს.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან შეკრებილები და მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, გავიდნენ გარეთ და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.