ქართული პლამენტარიზმის ისტორიაში არნახული რამ ხდება-დეპუტატებს გვეკრძალება პარლამენტის შენობაში ზოგიერთ სართულზე ასვლა - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“ფურთხამრიდები” ქართული ოცნებისათვის!ქართული პლამენტარიზმის ისტორიაში არნახული რამ ხდება-დეპუტატებს გვეკრძალება პარლამენტის შენობაში ზოგიერთ სართულზე ასვლა(მაგ. სადაც ბიუროს სხდომა ტარდება). შენობა გაჭედილია სპეცსამსახურებით. რა არის მიზეზი? ირაციონალური შიში. აქ მათ ძალოვნები იცავენ, ამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ქუჩაში ვინ დაიცავს? იმას კი არ ვამბობ, რომ ფიზიკურად იძალადებენ, მაგრამ ფურთხს ვერ აიცილებენ თავიდან. ეს კანონი პირდაპირ ეხება ყოველ მეორე ქუჩაში მოსიარულეს და ირიბად ყველა მოქალაქეს. ამიტომ მოუწევთ სპეციალური ქოლგის მაგგვარი საგნის, “ფურთხამრიდის” გამოყენება. თავიდან, სანამ ამას აწარმოებდნენ, ქოლგაც შეიძლება იხმარონ. წარმოიდგინეთ, რუსთაველზე მოსეირნობს ქალბატონი დეპუტატი თუ მინისტრი ლამაზი ფერადი ფურთხამრიდით და მამაკაცი ”ოცნებიდან” რა თქმა უნდა შავით:))კარგი ბიზნესია. ბევრს დასჭირდება ეს ნივთი" - წერს რომან გოცირიძე.