ძალიან ხშირად ისმოდა ეკლესიის მიმართ კრიტიკა, რომ ქართველ წმინდანებს არ ვაქცევთ იმდენ ყურადღებას. 200 პროექტი გავაკეთეთ სკოლებსა და საზაფხულო ბანაკებში, პენიტენციურ სისტემაში, არც ერთმა ტელევიზიამ ეს არ გააშუქა. დღეს კიდევ გვეუბნებიან რომ თითქოს ამ თემებს რაღაც დავაკელით, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„იმედის“ გარდა, ძნელად მახსენდება ტელევიზია, რომელმაც ჩვენი ღონისძიებები გააშუქა. წელს 300 პროექტი განვახორციელეთ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში. აქედან 200 პროექტი ეძღვნებოდა სწორედ მე-19-მე-20 საუკუნეში მოღვაწე ადამიანებს რომლებიც პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში წმინდანად შეირაცხა. ესენი არიან სწორედ რეპრესირებული ხალხი, ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, ავტოკეფალიისა და კულტურისათვის თავი გაწირეს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.