იმ დროინდელ საპყრობილეებში აწამებდნენ პატიმრებს. სწორედ ცოტნემ დაწერა პირველად ამის შესახებ, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „რუსთავი2-თან“, რითაც გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა იყო ამ წერილების დაბლოკვის, მაინც გამოჟონა ამ ინფორმაციამ და დადასტურდა ნამდვილად, რომ ცოტნეს არანაირი ქრთამი არ მიუცია. ამის შესახებ დაწერა ორმა მაშინდელმა ბადრაგმა, მათ აღიარებითი ჩვენება მისცეს“, - აღნიშნა ჯაბაურმა.
პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა.