საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკში გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ. Jazz quintet concerts today at Tbilisi State Conservatory and at Telavi Music School on October 16th have been cancelled. We extend our deepest condolences to 13-year-old Marita's family, friends, and classmates. We join all of Georgia in mourning this tragic loss. We hope and pray for a full recovery for those injured." - წერს საელჩო ფეისბუქსი გვცერდზე.   ცნობისთვის, ვაკის პარკში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვები შადრევანთან თამაშობდნენ, რომლებსაც ბურთი ჩაუვარდათ შადრევანის აუზში. 2 ბიჭი ბურთის ამოსაღებად ჩავიდან აუზში, თუმცა იქიდან ამოსვლა ვერ მოახერხეს. ამ დროს მათ საშველად გოგონა  ჩავიდა. ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა აუზიდან ამოსვალას. სამივეს დენმა დაარტყა. ბავშვების გადასარჩენად აუზში მამაკაცი ჩავიდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით დენი ურტყამდა, თუმცა ბავშვები არ მოუტოვებია და აუზიდან ამოყვანა.მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვების გადასარჩენად აუზში ჩავიდა ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია. 3 ბავშვიდან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხოლო 2 ბიჭი თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, ერთერთი დაშავებული ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული. ბავშვები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.