ამერიკის საელჩო საქართველოში მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით Facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რეგისტრაცია 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.
"მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე:
dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.