ჩვენი მისიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.
"ამერიკელებისთვის „დამაარსებელი მამების" ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამაარსებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას.
მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა," - წერია ინფორმაციაში.