"მასწავლებლები გვყავს ძალიან კარგი და გამოცდა, რომელიც ჩაჭრის 80%-ს ნებისმიერ რამეში არის ცუდი", - ამის შესახებ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტელეკომპანია "იმედის ეთერში აცხადებს და ამბობს, რომ მასწავლებლების გამოცდის ბარიერის დაწევა გამოსავალი არ არის, მთავარია რომ სასწავლო გეგმა იყოს განტვირთული, რომელზეც გამოცდაა მიბმული.
"ბარიერის დაწევა არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის, რომ ჩვენ შევუქმნათ მოტივები მასწავლებელს ისე როგორც მოსწავლეს, აი მოსწავლის მაგალითი რომ განვიხილოთ და მოდი ჩავჭრათ 80 პროცენტი იცით რა მოხდება? სრული ნიჰილიზმი, საერთოდ შეწყვეტენ სწავლას.
ჩვენი გადასაწყვეტია ჩავჭრით თუ არ ჩავჭრით, ისეთ გამოცდას გააკეთებ როგორიც გინდა, უნდა განვტვირთოთ სასწავლო გეგმა, იმიტომ რომ ის გამოცდა მიბმულია სასწავლო გეგმაზე, ეს გამოცდა ხომ ცალკე არ არის და თუ გადავტვირთე მე სასწავლო გეგმა ჟურნალისტსაც ჩავწრი და მინისტრსაც", - განაცხადა ჯეჯელავამ.