შაბათს, 11 მარტს,  18:00 საათზე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“, შუშხუნა სიდრისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით, ახალი ქართული ფილმის „ზამთრის დეპრესია“  ჩვენება გაიმართება.

მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სასიამოვნო, სალონურ გარემოში და დააგემოვნეთ საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. კინოჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორის თაზო ნარიმანიძისა და მსახიობის, ირაკლი ხრიკაძის ჩართულობით,  გაიმართება დისკუსია და კინოს ზოგადი განხილვა.

„ზამთრის დეპრესია“ სამყაროში დაკარგულ და საკუთარი თავის მაძიებელ ადამიანზეა, ფილმის მთავარი პერსონაჟი მწერალია, რომელიც არეული პირადი ცხოვრების და ოჯახური ტრაგედიის გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის და ახალ ცხოვრებას იწყებს. საკუთარი თავის ძიების პროცესი დიდი ტკივილითა და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე აღმოჩნდება.

„მაყურებლისგან შეფასებების მოსმენა ყველაზე კარგი გაკვეთილია, რათა სამომავლოდ  გაითვალისწინო, რა შეცვალო ან  გააგრძელო ისე როგორც შენ ფიქრობ. ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძლებთ მოსაზრებების გაცვლასა და დისკუსიის გამართვას მაყურებელთან, რაც ჩემთვის და ზოგადად ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია. როდესაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს მაყურებელთან ავტორისთვის უფრო ნათელი ხდება რამდენად სწორად მივიდა ნამუშევარი აუდიტორიამდე, რამ მოახდინა ზეგავლენა და რამ არა, შესაბამისად მსგავსი ურთიერთობის კულტურა ავტორსა და მაყურებელს შორის ყოველთვის სასარგებლოა ორივე მხარისთვი, - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი თაზო ნარიმანიძე.

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

სიდრის კლუბი ბაზალეთში ყოველ შაბათ-კვირას ვმართავთ სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით სალონური საღამოებს. ვფიქრობ ეს დღეც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ჩვენთან გამართული ყოველი კინოჩვენება მაღალი აქტიურობითა და აუდიტორიის კმაყოფილებით გამოირჩევა. ჩვენთან მოსულ სტუმარს მოსწონს ამ გარემოში საინტერესო ფილმის ყურება და შემდეგ რეჟისორთან და მსახიობებთან ცოცხალი დისკუსია,“ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი.

დასწრება თავისუფალია. მაგიდის დასაჯავშნად დაგვირეკეთ ნომერზე: + 995 599142411

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ზამთრის დეპრესია“ დებიუტანტ რეჟისორს თაზო ნარიმანიძეს ეკუთვნის, რომელიც მისივე დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. სცენარზე რეჟისორმა მწერალ სანდრო ნავერიანთან ერთად იმუშავა. „ზამთრის დეპრესია“ გადაღებულია საპროდიუსერო კომპანია Film Asylum-ის და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პრემიერა 2022 წლის 22 სექტემბერს შედგა.

https://www.facebook.com/Ciderclubbazaleti/videos/721582066352603

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.