საპენსიო სააგენტოს 30 ნოემბრის სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია.

წმინდა ამონაგები, კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 467 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 5,929 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,284,319.06 ლარს შეადგენს. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.