„საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქია გძარცვავთ უნდა დასრულდეს, პენსიონერებს უნდა გაუნულდეს სესხები. საქართველოში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში არის 67 წელი და სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა 60 წლამდე მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი.“ - ამის შესახებ " "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ახლა ხელში მიჭირავს ბატონი იური ტუღუშის სესხის ქვითარი, ოღონდ ეს არის ოფიციალური ყაჩაღობის, ქურდობის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიჭირავს ხელში, წარმოიდგინეთ, რომ ეს ახლა არის ბიძინას სახე და გეტყვით რატომ. აქ, ამ ქვითარზე წერია, რომ 1990 ლარი ისესხა ბატონმა იურიმ, რომელიც აქ ბრძანდება, პრობლემა აქვს ამ ადამიანს ჯანმრთელობის და რამდენს ახდევინებენ თქვენი აზრით 1990 ლარზე? 2500 ლარს - არა, 3000 ლარს - არა, არც 3500, არც 4000, არც 4500-ს, 4800 ლარს ახდევინებენ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ქურდული , მახინჯი, მავნებლური მმართველობის მაგალითი, ფოტოსურათი ბიძინა ივანიშვილის ყაჩაღობის და დღეს ჩვენი ამ შეკრების მიზანი არის შემდეგი - ბატონ იურის, ქალბატონ ნელის, ქალბატონ ლიზას, ბატონ გიორგის და უამრავ თქვენგანს რომ აქვს სესხები, სადაც 1500 ლარზე გახდევინებენ 4000 ლარს, 2000 ლარზე გახდევინებენ 5000 ლარს, კაბალურ პირობებში, ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა, ამას საერთო არაფერი არ აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან, ეს არის ქურდობა ოფიციალურად და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში და 400-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს პენსია და დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომაც არის ფორუმი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ.
ბატონ იურის 2019 წლიდან აქვს ეს სესხი, 2023 წელია ახლა, ოთხი წელია თითქმის მისი პენსია მას არ აუღია თავიდან ბოლომდე, ფაქტობრივად მისი პენსიის 30-40 პროცენტი მიდის სესხში და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანი იყენებდეს მის პენსიას, მისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ჯერ რა პენსია აქვს - სასაცილო, აბა იმ პენსიით შეძლოს და იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ბიძინა ივანიშვილმა და მერე ამასაც რომ ღლეტენ,
ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს სესხები იყოს განულებული და თუ შემდეგ უკვე პენსიონერები აიღებენ სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში და სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32 პროცენტი, არსად ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს, მაქსიმუმ 2, 4, 6 პროცენტი სესხი, მაგრამ აქ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი და მეორე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა