საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ III კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 814 353-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი III კვარტალში გადმოკვეთეს, შეადგინა 824 434.

2024 წლის III კვარტალში ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა ქვეყნიდან გასულთა ოდენობას 10 081-ით სჭარბობს.

სულ, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2 228 442-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 2 216 178.

2024 წლის ცხრა თვეში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 12 264-ით სჭარბობს.

შედარებისთვის, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2 249 963-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 2 212 327

2023 წლის ცხრა თვეში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა ოდენობა უკან დაბრუნებულთა ოდენობას 37 636-ით სჭარბობდა.

2022 წლის ცხრა თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 1 700 222-მა საქართველოს მოქალაქემ, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, შეადგინა 1 644 592 (გასულ და შემოსულ მოქალაქეთა მომდევნო წლებთან  შედარებით მკვეთრად მცირე რაოდენობა იმ დროს ჯერ კიდევ არსებული კოვიდშეზღუდვებით იყო განპირობებული), ხოლო საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას და საქართველოდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობებს შორის სხვაობამ კი 55 630.

ზემომოყვანილი რიცხვებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის ცხრა თვეში უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2023 წლის ცხრა თვის ოდენობაზე 25 372-ით ნაკლებია (67,42%-ით ანუ 3,1-ჯერ შემცირებულია), 2022 წლის ცხრა თვესთან შედარებით კი 43 366-ით (77,95%-ით ანუ 4,5-ჯერ შემცირებულია).

2024 წელს ცხრა თვის მონაცემებით, ქვეყნიდან გასული ყოველი 100 ათასი საქართველოს მოქალაქიდან საზღვარგარეთ დარჩა 550, 2023 წლის და 2022 ანალოგიურ პერიოდში კი, შესაბამისად, 1673 და 3271 ანუ 2023 წელს 3-ჯერ, ხოლო 2022 წელს 5,9-ჯერ მეტი.