დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის 2023 წლის 1 იანვრისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 3 მილიონ 736 ათას 357 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 47 710-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოქალაქეობის მიხედვით იმიგრანტთა და ემიგრანტთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემებს 2012 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2012 -2022 წლებში საქართველო დატოვა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 779 237-მა პირმა, ხოლო საქართველოში დაბრუნდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 534 271 პირი.
2012-2022 წლებში საქართველოდან წასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ამავე წლებში უკან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთა რაოდენობას 244 966-ით სჭარბობს.
2012-2022 წლებში საქართველოდ წასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთა რიცხოვნობას ამავე წლებში საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთა რიცხოვნობა სჭარბობს 225 849-ით.
საქართველოდან წასულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირთა საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლების კოეფიციენტი 0,92-ის ტოლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოდან გასული ყოველი 100 საქართველოს მოქალაქის ნაცვლად საქართველოში 92 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის.
2012-2022 წლებში საქართველო შემოსული რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა რიცხოვნობა ამავე წლებში საქართველოდან გასულ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა რიცხოვნობას 93 872-ით აღემატება.
ამ მაჩვენებლის მიხედვით რუსეთის მომდევნო ადგილებზე არიან:
უკრაინა - 26 425
თურქეთი - 17 435
ბელარუსი - 13 935 (მხოლოდ 2021-2022 წლის მონაცემების ჯამი)
აზერბაიჯანი - 12 711
ირანი - (არაუმეტეს) 10 700
ინდოეთი - (არაუმეტეს) 9 000
ჩინეთი - (არაუმეტეს) 4 100
აშშ - 4 088
სომხეთი - 2 512
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე - 31 071