სტიქიის შედეგად დაზარალებულები თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ. სასტუმროებში „მერლინი“, „ხიბლი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“, აისბერგი“, „ტეხასი“ და „ლევილი“ 165-მდე ადამიანი განთავსდა. 260-ზე მეტ ადამიანს კი ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფენ. სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა და მათი განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სვანიძისა და წყნეთის ქუჩაზე სტიქიამ მოსახლეობა გუშინ ღამით დააზარალა. უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.
ცნობისათვის, დილით თბილისის მერმა განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახების პირველადი აღწერა მიმდინარეობს და მათ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში განათავსებენ.