11-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით,

🌥 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 

🌥 ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.  

⛈️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.  

⛈️ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. 

ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.  

⛈️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

🌥 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

🌥 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 

🌥 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

🌥 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.