,,ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც ,,აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

,,2 ადამიანია დაშავებული და ორია გარდაცვლილი. გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“,-განუცხადეს ,,აიპრესს“ შსს-ში.