ცოტა ხნის წინ სროლა იყო ვაკეში. არაყიშვილის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს.
როგორც "რუსთავი 2" იუწყება, ქუჩაზე გაიარა მოპედმა, საიდანაც ორ 25 წლამდე მამაკაცს, დაახლოებით 10 ტყვია ესროლეს. მათივე ცნობით, მამაკაცები ფეხის არეში დაიჭრნენ, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.