თბილისში, სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე სურსათის მაღაზია გატეხეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა თანხა წაღებული და რა რაოდენობის.

ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს და მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც "აიპრესს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მონაცემებით, შეღწევა ფანჯრიდან მოხდა. 

ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.