თერჯოლაში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ყოფილმა ქმარმა ქალს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში მუშაობდა, სამსახურში ბენზინი გადაასხა, რის შემდეგაც ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა.

 ქალი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტის დროს მამაკაციც დაშავდა, თავის დაწვა მანაც სცადა. ის მძიმე დამწვრობით ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის თქმით, მას სხეულის 60-70 პროცენტი დამწვარი აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა. ადგილზე სამართალდამცველები წუხელ გვიანობამდე მუშაობდნენ. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


  წყარო: იმედინიუსი