ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის მედია ავრცელებს.

კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა ორი პოლიტიკოსის შეხვედრა, რომლის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეხვედრის მოსალოდნელი თემა, რომლის შესახებაც სააგენტო TASS-მაც გაავრცელა, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ფიცო მოსკოვში ორშაბათს უნდა გამგზავრებულიყო.

უკრაინა აპირებს შეაჩეროს რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში 2025 წლის 1 იანვრიდან. ფიცოს სურდა პუტინთან ამ საკითხის განხილვა.  

მედიის ცნობით,  ფიცოს და პუტინი 2016 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

.