მეგობრებო, სუს-დან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგვაზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემიოჯახი გარეთ. ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!" - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუკზე".
შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე იმყოფება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესში ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გაეწია შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა გრძელდება. - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით უწყებაში დაბარებულია ბაჩანა ახალაია