თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ვახო სანაიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუკზე" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.