საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსთან და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითად საკონკურსო მოთხოვნებს და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო განაცხადებს. ასევე ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებზე, სტაჟიორების საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

იხილეთ ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის შესახებ ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuratura-prokuroris-an-gamomZieblis-uflebamosilebis-ganmaxorcielebel-staJiorTa-misaRe