"ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი", "ყაზბეგი" და "ნინოწმინდა", 18 ათასზე მეტი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე, რომელსაც ქმედება განმეორებით ჰქონდა ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდა", - წერია განცხადებაში.