ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ის, თითქმის სამი ათწლეული, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის ყველაზე მძიმე წლებში.
საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სიძლიერესა და უკეთეს მომავალს დაუთმო.
ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.