თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილე ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.
კერძოდ, მოსამართლეები ლელა ცაგარეიშვილი და ზვიად ცეკვავა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლნენ ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძის, გუკა ბარდაველიძის, ლევან ნაჭყებიას და კიდევ ერთი პირის მიმართ.
ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, მოსამართლეებს მაქსიმალურად მსუბუქი სანქცია შეეფარდებინათ, თუ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობდნენ.
ამასთან, მოსამართლემ დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო იგორ აბაკელია და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მას 3 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.