ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუახნის კაცი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული.
საქმეზე გამოძიება კი ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება (141-ე პრიმა მუხლი) და მუქარის (151-ე მუხლი) მუხლით დაიწყო.
პირველადი ინფორმაციით, ბაბუა 9 წლის შვილიშვილ გოგოზე გარყვნილი ქმედებას ჩადიოდა და ემუქრებოდა. რაც გარკვეული ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბავშვმა ფაქტის შესახებ მშობლებს აცნობა. რომლებიც მუშაობდნენ და შვილს ბაბუას უტოვებდნენ.
დედამ შვილის ნათქვამის შემდეგ, ბაბუა შვილთან ერთად სახლში ისევ დატოვა და ფაქტის გადამოწმების მიზნით სახლში დარჩა. რაც ბაბუასთვის არ იყო ცნობილი.
დედა ბაბუას მიერ მის შვილზე ძალადობის მცდელობა თავად ნახა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.